VAR-ი გასაუქმებელია? - "სლავიასა" და "ინტერის" მატჩში გაუგონარი ფაქტი დაფიქსირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ინტერი" "სლავიას" ეწვია და 3:1 დაამარცხა, თუმცა სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ არა შეხვედრის პოლონელი არბიტრი სიმონ მარჩინიაკი.

შეხვედრის 35-ე წუთზე მილანელთა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა, თუმცა მარჩინიაკს ყურში უთხრეს, რომ 2 წუთის წინ "ნერაძურის" საჯარიმოში შესაძლო დარღვევა მოხდა და ეს მომენტი ენახა.

პოლონელმა ეს მომენტი ნახა და გადაწყვიტა, რომ "ინტერის" გოლი გაეუქმებინა; უფრო მეტიც, მათ კარში პენალტიც კი დაენიშნა.

უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ტომას სუჩეკმა გარდასახა და 0:2-დან ანგარიში
უცბად 1:1 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ რომელუ ლუკაკუს მატჩის ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ამ შემთხვევაში მარჩინიაკმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა ისიც საეჭვო იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შეიძლება პენალტი იყო მაგრამ ასე დამთავრებულ მომენტს ამხელა პერიოდის შემდეგ მიუბრუნდე რაუბედურებაა გოლი რომ არ გაეტანა ლუკაკუს არც ნახავდნენ? მაგრამ რახან მასპინძელი იყო ქექეს ქექეს ყველაფერი გააკეთეს როგორ გაეუქმებინათ გოლი და გამოჩხრიკეს, ეს პონჩიკების მცხობელები დააბრუნეთ საცხობებში ამათ რანაირი მსაჯები ჰქვიათ
გოგა
01:07 29-11-2019
3
ასეთი რამ კომიკურად სჩანს სტაჟიანი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის,მაგრამ ვერავინ უარყოფს,რომ მსაჯმა ნამდვილად სამართლიანი და სწორი გდაწყვეტილება მიიღო.
2

სიახლეები პოპულარული