
ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დამყარდა. "ლაიპციგის" დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა.
ის ამჟამად მხოლოდ 32 წლისაა და ამ ასაკში არცერთ მწვრთნელს არ გაუყვანია გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
შეგახსენებთ, რომ "ლაიპციგისა" და "ბენფიკას" შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა გერმანელები 0:2 მარცხდებოდნენ.