"ზალცბურგთან" მატჩის წინ იურგენ კლოპი მაინც იმედიანადაა

AutoSharing Option
ვინ იფიქრებდა, თუ ინტრიგა უკანასკნელ ტურამდე იცოცხლებდა.

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად "ზალცბურგს" დაუპირისპირდება და პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს. თუმცა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ ტურნირის გამარჯვებული ჯგუფში ჩარჩეს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ. გადამწყვეტი შეხვედრაა და მზად ვართ. მისი მნიშვნელობა ყველას ესმის.

"ენფილდზე" თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს კარი თავად გავუღეთ. "ზალცბურგმა" შანსით ისარგებლა. კარგი გუნდია და ჯესი მარშის სახით კარგი მწვრთნელი ჰყავს. ეს მატჩი ამ სეზონში ყველაზე
მნიშვნელოვანია.

თუ მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა, დამსახურებულად გავა 1/8-ფინალში. არ ვნერვიულობ, დაძაბულობა კი, რა თქმა უნდა, არის. ეს განსაკუთრებული დაძაბულობაა. მრავალ მატჩში მიმიღია მონაწილეობა. ზოგიერთი წამიგია, მაგრამ უკანასკნელ ხანს საქმეები უკეთ მიგვდის", - ციტირებს კლოპს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც? ფრეზე გადის და თავისუფლად შეუძლია მიაღწიოს და ეს მაინც არის?
????
15:58 10-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული