ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ინტერს" შეხვდება. კატალონიურმა გუნდმა ვადამდე გაიფორმა 1/8-ფინალის საგზური და მილანში ლეო მესისა და ჟერარდ პიკეს გარეშე გაემგზავრა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შემდეგი განაცხადა.
"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. დიახ, პლეი-ოფში გავედით, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ იცვლება - გამარჯვება გვინდა. ვფიქრობ, მეტოქე ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს და შეუძლებლის შეძლებას შეეცდება. "კამპ ნოუზე" ეს გუნდი შეგვებრძოლა.
მოგებები დავიწყეთ. სიტუაციიდან გამომდინარე, მესის დასვენების საშუალება მივეცი. გასულ წელს აქ მესის გარეშე კარგად ვიასპარეზეთ", - ციტირებს ვალვერდეს
უეფას საიტი.