ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "ზალცბურგს" სენსაციის მოხდენა შეუძლია - თუ საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" სძლია, 1/8-ფინალში გავა, ტურნირის გამარჯვებულს კი ჯგუფში ჩატოვებს. მატჩის წინ ავსტრიული გუნდის თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ისაუბრა.
"დასაკარგი არაფერი გვაქვს. შეგვიძლია მოედანზე ხალისიანად გავიდეთ და თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ. ეს კარიერაში ჩემი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. სწორედ ამაზე ვოცნებობდი. მომენტით სიამოვნება უნდა მივიღო.
მართალი გითხრათ, საოცრად სასიამოვნოა. ბოლომდე კონცენტრირებული ვარ. ახლა მხოლოდ "ზალცბურგსა" და მომავალ მატჩზე ვფიქრობ", - ციტირებს ჰოლანდს უეფას საიტი.