"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ინტერთან" გასვლაზე მოგებული მატჩი შეაფასა.
"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. "ბარსელონა" გამარჯვებისთვის თამაშობდა და ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომელთა ნაწილიც ამ დონეზე პირველად თამაშობდა, აჩვენეს, რომ ტურნირზე კონკურენციის გაწევა ყველასთვის შეუძლიათ.
კარლეს პერესს გოლის ალღო და შესანიშნავი დარტყმა აქვს, ფატი კი ბომბარდირად არის დაბადებული. მას ცოტა ტკივილი აწუხებდა, თუმცა მცირე სათამაშო დროის მიცემა მაინც გვინდოდა. ნიშანდობლივია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
ვგრძნობთ,
რომ ვალდებულები ვართ, მოვიგოთ ეს ტურნირი. ჩვენ ყველა შეხვედრის მოგება გვინდა და სწორედ ამას მივაღწიეთ მილანში", - თქვა ვალვერდემ.