ვინ ვის ვერ შეხვდება? - ჩემპიონთა ლიგის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

AutoSharing Option
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.

მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 16 დეკემბერს, ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

შემდეგ ეტაპზე გასული გუნდები განთესილ და განუთესავ კალათებში გადანაწილდნენ.

ჯგუფის გამარჯვებულები (განთესილები): ბარსელონა (ესპ), ბაიერნი (გერ), იუვენტუსი (იტა), ლაიპციგი (გერ), ლივერპული (ინგლ), მანჩესტერ სიტი (ინგლ), პსჟ (საფ), ვალენსია (ესპ)

მეორეადგილოსნები (განუთესავები): ატალანტა (იტა), ატლეტიკო (ესპ), დორტმუნდი (გერ), ჩელსი (ინგლ), ლიონი (საფ), ნაპოლი (იტა), რეალი (ესპ), ტოტენჰემი (ინგლ)

  • განთესილები პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ.
  • მერვედფინალში ერთმანეთს ერთი
    ასოციაციის კლუბები ვერ შეხვდებიან და ასევე, გუნდები, რომლებიც ერთ ჯგუფში იყვნენ.
  • სხვა შეზღუდვების შესახებ წილისყრის დაწყების წინ იტყვიან.
  • პირველი მერვედფინალური მატჩები 18, 19, 25 და 26 თებერვალს ჩატარდება, საპასუხოები კი - 10, 11, 17 და 18 მარტს.

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: კვირკველია "ლოკომოტივთან" ერთად მადრიდში იტანჯა - პლეი-ოფში მხოლოდ ტოპ 5-ის გუნდები [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "შახტარი" სახლში დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა - ხოჭოლავა სათადარიგო იყო [VIDEO]

 

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: ფატიმ "ინტერი", "ვალენსიამ" კი "აიაქსი" გააგდო - "ლიონი" მერვედფინალურ მატარებელს შეახტა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
იყოს ჩელსი- ლაიპციგი
irakli
15:38 12-12-2019
0
პირველი მატჩი ატალანტა-ბარსელონა
ჰა ჰა ჰაააა
14:50 12-12-2019
2

სიახლეები პოპულარული