ჟოზე მოურინიო "ბაიერნთან" წაგებაზე: მერჩივნა, მოგვეგო ან ფრედ გვეთამაშა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ეს კარგი და ჩემთვის საჭირო შეხვედრა იყო, თუმცა დასკვნების შესახებ საუბარი არ მინდა. არც ისე ცოტა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევაგროვე. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ეს საუკეთესო გამოცდა იყო ჩვენთვის.

მერჩივნა, მოგვეგო ან ფრედ გვეთამაშა. ბოლოს სონს რომ გაეტანა, 2:3-ს წავაგებდით, თუმცა 1:3 წავაგეთ.

ვაანალიზებდით, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის სხვანაირად იყო საჭირო, თუმცა, ამავდროულად, არ გვინდოდა, რომ უარყოფით შედეგს
ნეგატიური ემოციური ზეგავლენა მოეხდინა ჩვენზე. ვფიქრობ, ამ მატჩის შემდეგ ბევრი ჩემი ფეხბურთელის შესახებ შემიძლია კარგის თქმა", - გადმოსცემს ჟოზეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი გვითხარი რომ ფრე ან მოგება გერჩივნა თორემ მე მეგონა წაგება გერჩივნა! :)))))))))))))))))))))
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული