კრიშტიანო რონალდო მასთან ფოტოს გადაღების მსურველმა ფანმა გააბრაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლევერკუზენსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის გამართული შეხვედრის დროს კრიშტიანო რონალდოსთან მისასვლელად მოედანზე რამდენიმე ფანი შევიდა.

პირველ ეპიზოდში სტიურტებმა გულშემატკივრის შეჩერება შეძლეს და მოედანზე არ შეუშვეს, თუმცა მეორე ფანმა მაინც მოახერხა ფეხბურთელთან მისვლა და ჩახუტება.

Sportall.Ge

თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად კიდევ ერთი გულშემატკივარი მივიდა, რომელსაც სტიუარტი მისდევდა. დაცვის თანამშრომელმა მალევე მოაშორა უცხო მამაკაცი პორტუგალიელს, თუმცა ფანმა კისერში მოკიდებული ხელი რონალდოს არ გაუშვა და "იუვეს" ვარსკვლავმაც თავისი უკმაყოფილება არ დამალა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული