"ლივერპულის" მცველი ენდრიუ რობერტსონი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მათ გუნდთან შეხვედრა არავის უნდა.
"ჩემპიონთა ლიგაზე პატივს გვცემენ. უკანასკნელ ორ წელიწადში ტურნირზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენთან შეხვედრა არავის სურს. ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.
ვიცით, ამ ეტაპზე ადვილი მოწინააღმდეგეები არ არიან. ისევ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ. ჩემპიონები ვართ და ჩვენი დამარცხება ყველას უნდა", - განუცხადა რობერტსონმა ESPN-ს.
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.