ჯენარო გატუზო: "ბარსელონა"? მშვენიერი გამოწვევაა

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრაზე, რომლის შედეგადაც იტალიელებს მოწინააღმდეგედ "ბარსელონა" ერგოთ.

"ბარსელონა" შესანიშნავი გუნდია და მშვენიერი გამოწვევა გახლავთ ჩვენთვის. ორი მიმზიდველი მატჩი გაიმართება.

ჩვენ "ბარსელონას" ყოველგვარი შიშის გარეშე შევხვდებით", - გადმოსცემს გატუზოს სიტყვებს უეფას ვებგვერდი.

კენჭისყრის შედეგები შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული