ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, "ოქროს ბურთის" მფლობელმა პაველ ნედვედმა, რომელიც ამჟამად ტურინული კლუბის სპორტული დირექტორია, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"საწუწუნოდ არ გვაქვს საქმე, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ამ სტადიაზე მადრიდის "ატლეტიკო" გვყავდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების დროს, თებერვალ-მარტში კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, თორემ ვერაფერს მივაღწევთ.
წარსული გამოცდილება ჩვენს მხარესაა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია ის, თუ რა ფორმაში შეხვდებიან გუნდები თამაშებს", - უთხრა ნედვედმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.
ტურინელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლიონს" შეხვდებიან.
გვარდიოლა VS რეალი - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ევრო 2020-ს გამოტოვებს