იურგენ კლოპი: არა მგონია, სიმეონე ოთახში გახარებული დარბოდეს, რომ "ლივერპული" შეხვდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა და 1/8-ფინალში "ატლეტიკოსთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"საინტერესო წილისყრაა. მართლა ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი მადრიდული გუნდი შეგვხვდებოდა. ასეც მოხდა. ამ ქალაქთან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ახლა იქ "ატლეტიკოსთან" შეხვედრა მოგვიწევს. ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ კენჭისყრას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ფინალში გასვლის ღირსი 4 თუ 5 წყვილია. ასე რომ, ყველაფერი მაგარია. რთული მატჩები იქნება და ასეც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ვამბობ ხოლმე, არა მგონია, მისტერ სიმეონე ოთახში გახარებული დარბოდეს, რომ "ლივერპული" შეხვდა.

რაც შეეხება
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩვენს წინა მატჩს, მგონი, მაშინ საშინაო გასახდელი გვქონდა. შესაძლოა, ვთხოვოთ, ისევ დაგვითმონ! ეს მართლაც ჩინებული იქნებოდა. იქ "ლივერპულის" ბევრი სიმბოლიკა იყო, თუმცა მგონია, უკვე თავიდან მოიცილეს. ეს შესანიშნავია, მეტი რა უნდა გითხრათ? ამ სტადიონზე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო საღამო გაიმართა. ახლა კი იქ მაქსიმალურად დასახარჯად გამგზავრება მოგვიწევს. შემდეგ "ატლეტიკო" "ენფილდზე" გვეწვევა - ესეც შესანიშნავი ადგილია", - ციტირებს კლოპს "ლივერპულის" საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კლოპ. ძალიანაც თავში ნუ აგივარდება შენი წარმატებები. ხომ იცი დაუწერელი კანონია ფეხბურთში, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოყვება. ისე, რომ ეს გარდაუვალია კლოპ.
ვასკა
14:00 18-12-2019
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული