საოცარი ციფრები: უეფამ 2 მილიარდ ევრომდე თანხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის მონაწილე გუნდებს გადასცა [PHOTO]

AutoSharing Option
უეფამ გამოაქვეყნა რეპორტი, რომელშიც აღნიშნულია, თუ რა თანხები გამოიმუშავეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, "პლეი-ოფებისა" და უეფას სუპერთასის მონაწილე კლუბებმა გასულ სეზონში.

2018/19 წლებში აღნიშნულმა კლუბებმა ჯამური თანხის სახით 1 მილიარდ 976 მილიონი ევრო მიიღეს და ეს წინა (2017/18) წელთან შედარებით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტით არის გაზრდილი. მაშინ გუნდებმა 1 მილიარდ 412 მილიონი ევრო აიღეს.

ყველაზე მეტი თანხა ნახევარფინალისტმა "ბარსელონამ" გამოიმუშავა (117,7 მილიონი ევრო), მეორე ადგილზე გამარჯვებული "ლივერპული" იყო (111,09 მილიონი ევრო) და მესამე პოზიცია ფინალისტმა "ტოტენჰემმა" დაიკავა (101,6 მილიონი ევრო).

ტურინის "იუვენტუსმა" 95,5 მილიონი გამოიმუშავა; "მანჩესტერ იუნაიტედმა" - 93,4 ; "მანჩესტერ სიტიმ" - 93,2; პსჟ-მ - 85,8; "ატლეტიკომ" - 85,6; "რეალმა" - 85,3 და "ბაიერნმა" 82,8 მილიონი ევრო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული