ზინედინ ზიდანი: ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი და ხოსეპ გვარდიოლასაც შეეხო.

"განსაკუთრებული მომენტი იქნება მის წინააღმდეგ გუნდის გაყვანა. როგორც ფეხბურთელს, გვარდილას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, თუმცა მწვრთნელობისას ეს პირველი შეხვედრა იქნება.

მე ხოსეპს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მოთამაშეს, ისე მწვრთნელს. მიმაჩნია, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.

მან საკუთარი კარიერის განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და ერთი სული მაქვს, როდის შედება ჩვენი შეხვედრა და დუელი,"- განაცხადა ზიზუმ.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ საკითხს სულ არ ეხება, მაგრამ:ეტყობა კოლინამ ასწავლა ორივეს თმის მოვლის მაგარი საშუალებები
გუგა
10:58 23-12-2019
1
მეც ვფიქრობ რომ დღეს გვარდიოლა არის საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში.მან თავისი სტილი შექმნა.ძალიან კარგია კლოპი,ზიდანი,ალეგრი.აი მაურინიოს რაც შეეხება ის არის ანტიფეხბურთის მქადაგებელი და მისი ადგილი ამ ადამიანებს შორის არ არის.
რუსლანი
12:55 23-12-2019
3

სიახლეები პოპულარული