"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით მოკვეთეს

AutoSharing Option
ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო, უეფამ "მანჩესტერ სიტის" მომავალ ორ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა.

ამას გარდა, "სიტი" 30 მილიონი ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ ფინანსური ფეირ-პლეის გამო უეფა შეცდომაში შეჰყავდა.

2012-2016 წლების შემოსავლების მაჩვენებლების მონაცემებში კლუბს სერიოზული დარღვევები დაუმტკიცდა.

"სიტი" უეფას გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს.

ამასთან დაკავშირებით მანკუნიანურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"მანჩესტერ სიტი" იმედგაცრუებულია, მაგრამ გაკვირვებული არაა უეფას განცხადების გამო. კლუბს ესმოდა, რომ აუცილებელი იყო საქმის დამოუკიდებელ ორგანიზაციაში განხილვა.

2018 წლის დეკემბერში უეფას გამოძიების ოფისმა უკვე გამოაქვეყნა შესაძლო
გადაწყვეტილება, თუმცა მაშინ გამოძიება დაწყებულიც კი არ იყო. როგორც ჩვენი წყაროებიდან შევიტყვეთ, ვერდიქტი სწორედ ასეთი იქნებოდა. კლუბმა საჩივრით უეფას დისციპლინარულ ორგანოს მიმართა. საჩივარი შეესაბამება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს წესებს.

ერთი სიტყვით, საქმის ინიცირება უეფამ მოახდინა, უეფამ განიხილა და თავადვე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ უახლოეს ხანში საქმეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მანკუნიანური არა ქიზიყური (ყიზიღი, როგორც ჩვენი მადამ პრეზიდენტი იტყოდა).
მე ჯერი ვარ ღრუტუნაშვილი
12:18 15-02-2020
1
ფეხბურთში, რომ,იტყვიან აირია მონასტერი!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული