პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი აცხადებს, რომ მისი თავდამსხმელი, ბრაზილიელი ნეიმარი დღეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშს მოახერხებს.
"ნეიმარი აუცილებლად ითამაშებს, - განაცხადა ტუხელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე. - ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ცვლის. ნეიმარს აქვს თამაშის შეცვლის უნარი. ასევე, კარგი მოტივატორია და თავის გუნდელებს ხშირად შთააგონებს ხოლმე".
ნეიმარი მოედანზე 1-ლი თებერვლის შემდეგ აღარ გამოსულა. დორტმუნდის "ბორუსია" პსჟ-ს დღეს, 00:00 საათზე დაუპირისპირდება.
ნეიმარმა "ბორუსიასთან" მატჩი შესაძლოა გამოტოვოს
"ბარსას" ექს ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარი ატირებული მოვიდა და დაბრუნებას ითხოვდა