დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანი ლუკაშ პიშჩეკი პსჟ-ის დამარცხების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"ეს ფანტასტიკური გამარჯვება იყო. პარიზში მარტივი გასეირნება არ გველის, თუმცა უპირატესობაც გაგვაჩნია. ვამაყობ იმით, რაც ჩვენმა გულშემატკივარმა გააკეთა." - ციტირებს უეფას პრესსამსახური პოლონელს.
შეგახსენებთ, "ბორუსიამ" პსჟ-ს 2:1 სძლია. გერმანელებიდან დუბლით ერლინ ჰოლანმა გამოიჩინა თავი, ხოლო პარიზელებიდან - ნეიმარმა.
საპასუხო მატჩი პარიზში, 11 მარტს გაიმართება.