"ლივერპულის" მცველი ენდრიუ რობერტსონი, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" მისი გუნდი 1:0 დაამარცხა, დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ ეტაპზე სწორედ "ლივერპული" ითამაშებს.
"ჩვენ უფლება მივეცით მათ, მატჩი საუკეთესოდ დაეწყოთ. ჩვენ ღირსეული შედეგი დავდეთ, მაგრამ ვიცით, რომ უკეთესიც შეგვიძლია. მატჩის შემდეგ "ატლეტიკო" ისე ზეიმობდა, თითქოს შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა ისინი "ენფილდზე" ჩამოვლენ და ჩვენი გულშემატკივრები ჩვენ გვერდზე იქნებიან." - ციტირებს რობერტსონს BT Sport-ი.
შეგახსენებთ, მადრიდის "ატლეტიკომ" 18 თებერვალს "ლივერპულს" 1:0 სძლია. ერთადერთი გოლის ავტორი ესპანელი საულ ნიგესი იყო, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი
მე-4 წუთზე დალაშქრა.