ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოს" თამაშს სიბინძურე უწოდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტრევორ სინკლერმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" "ატლეტიკოს" თამაში გააკრიტიკა.

"მე სიმეონეს წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშე. მასთან თამაში ყოველთვის საშინელება იყო. "ატლეტიკოში" შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ჩემი აზრით, ასეთი ჭუჭყიანი თამაში მართებული არ არის.

მაისურაზე ხელით გამიზნულად მოქაჩვა, ტაქტიკური ჯარიმები და სიმულაცია დაუშვებელია. ასეთი რამ ფეხბურთში არ მინდა ვნახო.

ჩვენ ფეხბურთს ლამაზ თამაშს ტყუილად როდი ვუწოდებთ. მისი ყურება სასიამოვნო უნდა იყოს და არა მთელი ამ სიბინძურისა. ვფიქრობ, ბევრმა ტელევიზორი პარალელურ შეხვედრაზე გადართო", - განუცხადა სინკლერმა talkSPORT-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტრევორს მისი თამაში არ უნახია ეტყობა :)))ყველა დროის უჭკუო ინგლისელი მუნდიალების ისტორიაში :)))
L.J.
19 თებერვალი 2020 22:14
2
კარგი რაა ტრევორი და ნაკრები საერტოდ არაა ერთად მისაღები :) საშინელი რეზერვი,ამისგან ღირსეული ჟურნალისტი ინტერვიუს არ აიღებდა(თუ ამის თამაში ჰჭონდა ნანახი )
L.J.
19 თებერვალი 2020 22:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული