ალისონის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - BBC-იმ ბეკერს "ლივერპულში" ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩები დაუთვალა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "კრისტალ პალასთან" საგარეო შეხვედრაში მიღებული ტრავმა, "ლივერპულის" მეკარე ალისონისთვის რთული აღმოჩნდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბრაზილიელ კიპერს მინიმუმ 6 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ამ ამბის გავრცელების მერე,  BBC-იმ ბეკერს "მერსისაიდულ" გრანდში გამოტოვებული მატჩები დაუთვალა. ირკვევა, რომ სხვადასხვა დაზიანების გამო, ალისონი "ლივერპულს" მათი შეხვედრების 20%-ში ვერ დაეხმარა.

კერძოდ, ბრაზილიელმა 2019/20-წლების სეზონში 18, 2020/21-ში 10, 2021/21-ში 0, 2022/23-ში 0, ხოლო 2023/24-წლებში 19 შეხვედრა გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ალისონმა ტრავმის გამო 2 შეხვედრაში უკვე ვერ
ითამაშა და ეს სტატისტიკა მალე გაიზრდება. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს "ლივერპულის" ფორმას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოირგებს, რომელმაც სწორედ ბრაზილიელი უნდა ჩაანაცვლოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Rasac blataobs eg alisoni egeti namdvilad araa,piriq,verc didas da verc teshtengens jobia.imitomaa arabebis garda magis yidva arcert top klubs ar ucdia.mamarda dasvams skamze maqamde tuar wavida.
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული