ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიპციგმა" - მოურინიოს "ტოტენჰემი", "ატალანტამ" კი "ვალენსია" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კიდევ ორი პირველი მატჩი გაიმართა.

"ლაიპციგმა" საშინაო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა



აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა პირველი ტაიმი მოწინააღმდეგეზე უკეთ ჩაატარა, თუმცა შესვენებამდე გოლის გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ ვერნერმა "ლაიპციგს" პენალტით გამარჯვება მოუპოვა.

"ლაიპციგის" თავკაცი იულიან ნაგელსმანი ტურნირზე პლეი-ოფების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა - 32 წლის და 211 დღის.

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2014 წლის შემდეგ მატჩებს ვერ იგებენ.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 095 მაყურებელი
ტოტენჰემი - ლაიპციგი 0:1
გოლი: ვერნერი (58, პენ)


"ატალანტა" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია



პირველ ტაიმში "ღამურები" უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, მაგრამ ბერგამოელები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ და შესვენებაზე ორბურთიანი ფორით გავიდნენ. მეორე ტაიმში "ატალანტამ" კიდევ ორი გოლი გაიტანა, მეტოქემ მხოლოდ ერთხელ დალაშქრა მისი კარი და 4:1.

"ატალანტას" ნიდერლანდელმა მცველმა ჰანს ჰატებურმა დუბლი შეასრულა. ცნობისათვის, მას სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ 20 მატჩში გოლი არ გაუტანია.

მილანი. "სან სირო". 44 236 მაყურებელი
ატალანტა - ვალენსია 4:1
გოლები: 1:0 ჰატებური (16), 2:0 ილიჩიჩი (42), 3:0 ფროილერი (57), 4:0 ჰატებური (62), 4:1 ჩერიშევი (66)

ამ გუნდების განმეორებითი მატჩები 11 მარტს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტოტენჰემი დაატრიალებს ამ თამაშს აი ვალენსიასი რა მოგახსენოთ სუსტი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ფენომენო
11:42 20-02-2020
5
ვანგა ვარ ფაქტიურად, ატალანტა 1 ტოტე ნაკლები მეწერა, სამწუხაროდ ლარი და სამოცზე მეტი არ მქონდა რო დამედო
შაკო
10:33 20-02-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული