ჯან პიერო გასპერინი: "ატალანტამ" კარგად ითამაშა და კიდევ შეეძლო რამდენიმე გოლის გატანა

AutoSharing Option
"ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი "ვალენსიის" განადგურების შემდეგ ემოციებს ჟურნალისტებს უზიარებს.

"მშვენიერი შედეგია. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და კიდევ შეგვეძლო რამდენიმე გოლის გატანა. რა თქმა უნდა, 3-გოლიანი უპირატესობა ძალიან კარგია. უფრო ფრთხილები უნდა ვყოფილიყავით, მათი გოლის არიდება შეგვეძლო. მსურს "მესტალიაზე" გოლი გავიტანოთ და პრობლემებს არ წავაწყდეთ. ახლა კი აღნიშვნის და ზეიმის დროა." - ციტირებს მწვრთნელს უეფას საიტი.

გუშინ, 19 თებერვალს, "ატალანტას" ფეხბურთელებმა ესპანელები 4:1 გაანადგურეს. განმეორებითი შეხვედრა 10 მარტს, ესპანეთში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული