ნეაპოლში საგიჟეთია: ტიფოზები მესის სახელს სკანდირებენ, ფეხბურთელებს ტემპერატურა გაუზომეს

AutoSharing Option
26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში, "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს და ნეაპოლში დიდი აჟიოტაჟია.

"ბარსას" ფეხბურთელებსა და დელეგაციის ყველა წევრს თვითმფრინავში გაუზომეს ტემპერატურა. ეს იტალიაში კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეაპოლში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში კორონავირუსის გამო იტალიაში რამდენიმე მატჩი გადაიდო და შეიძლება სერია A-ს მომავალი ტურის შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.

ნეაპოლის სასტუმროში შესვლისას "ბარსას" ტიფოზები დახვდნენ. მათ კატალონიური კლუბის ატრიბუტიკა ეჭირათ და სკანდირებდნენ: "ოლე, ოლე, ოლე, მესი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ ბიჭებს მე მაგათ ადგილზე არ ჩავიდოდი
!!!!!
22:15 24-02-2020
3
ოლე მესი,ოლე მესი ზუგდიდში იკნება მაგარი
lego
14:25 25-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული