ლამპარდი: "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მომწონს შეტევაში გარისკვა, თუმცა დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით გარჯა გვმართებს. რობერტ ლევანდოვსკი მრავალი წლის მანძილზე სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს, ტოპ-კლასის თავდამსხმელია. "ბაიერნის" მრავალი შეხვედრა მინახავს და ეს თვალში საცემია. მიუნხენურ გუნდში სახიფათი მარტო ის როდია.

პლეი-ოფში გაცილებით უკეთ თამაშია საჭირო. ყველაფერში უნდა მოვუმატოთ. "ბაიერნს" ტურნირის მოგება შეუძლია. შეკრული გუნდია, სირთულეებს ძალითა და ორგანიზებით ლახავს. დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მის დამარცხებას შევეცდებით", - ციტირებს ლამპარდს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული