ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ბარსას" სასურველი ფრე ნეაპოლში - "ბაიერნი" თითქმის გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორი პირველი მატჩი გაიმართა - "ბარსელონამ" განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტულ ფრეს მიაღწია, ხოლო "ბაიერნმა" პრაქტიკულად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური.

1:1 "ბარსელონას" სასარგებლოდ



პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მასპინძელთაგან კარში ორჯერ მერტენსმა დაარტყა და ანგარიშიც გახსნა. "ნაპოლი" თავს უნარიანად იცავდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების შემდეგ კი გრიზმანმა, რომელიც იქამდე ჩრდილში იმყოფებოდა, საპასუხო გოლი გაიტანა და კატალონიურმა გუნდმა თავისი არცთუ საუკეთესო თამაშით ფრეს მიაღწია - ბურთი კარის ჩარჩოში ერთადერთხელ
დაარტყეს და ისიც გაიტანეს.

მერტენსმა "ნაპოლიში" 121-ე გოლი გაიტანა და ჰამშიკს დაეწია, რომელიც აქამდე გუნდის ისტორიაში ბომბარდირი იყო.

მესიმ ტურნირზე 141-ე შეხვედრა ჩაატარა, გიგზს დაეწია და კასილიასის რეკორდამდე 26 მატჩი უკლია.

ბუსკეტსმა მიმდინარე ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ისევე როგორც გაძევებული ვიდალი, განმეორებით მატჩს გამოტოვებს.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 44 388 მაყურებელი
ნაპოლი - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 მერტენსი (30), 1:1 გრიზმანი (57)
გაძევება: ვიდალი (89)


"ბაიერნმა" "ჩელსის" ლონდონშივე მოუთავა საქმე



შესვენებამდე სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. რაც შეეხება მასპინძლებს, თამაშს კონტრშეტევებზე აგებდნენ.

შესვენების შემდეგ "რეკორდმაისეტრმა" უპირატესობა გოლებში გარდასახა: გნაბრიმ ლევანდოვსკის პასებით დუბლი შეასრულა, ხოლო შემდეგ თავად პოლონელმა თავდამსხმელმაც დალაშქრა კაბალეროს კარი.

ლევანდოვსკიმ მიმდინარე ტურნირზე 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გოლი+პასის სისტემით ლიდერია. ამას გარდა, მან ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში 9 გოლი გაიტანა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა.

ჟირუ ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში ორი წლის შემდეგ პირველად დააყენეს, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 36 761 მაყურებელი
ჩელსი - ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 გნაბრი (54), 0:2 გნაბრი (54), 0:3 ლევანდოვსკი (76)
გაძევება: მარკოს ალონსო (84)

ამ გუნდების განმეორებითი მატჩები 19 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მესიმ გოლი ან გოლები ვერ გაიტანა, ანუ აზრზე არ არის და მეექვსე ოქროს ბურთი შეტენეს. ეს არის ზოგიერთის ლოგიკა. და ესეთ ადამიანს ან ადამიანებს რა ან რაზე უნდა ელეპარაკო? დაიკიდეთ რა!
barsa
03:10 26-02-2020
2
ასეა თუ ისე - ს , შენ ფეხბურთისგან ისე შორს ხარ, როგორც მე ახალი ზელანდიისგან.მესიზე რომ მაგას იტყვი, რაზე უნდა გელაპარაკოს კაცმა საერთოდ.შარშანდელი ბარსა-ლივერპული არ გინახავს ალბათ ბარსელონაში,იქ რა გოლიც გაუტანა მესიმ ლივერპულს
მარტო ის უღირდა მთელი ტურნირის გოლებს ერთად აღებულს. მართალია იმ დაპირისპირებაში ბარსამ წააგო მაგრამ ეს ცალკე თემაა.
გულშემატკივარი
02:43 26-02-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული