სარი "ლიონთან" წაგებაზე: ვარჯიშზე ბურთი ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე დღეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" 0:1 დამარცხება "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ასე ახსნა:

"ძნელი ასახსნელია, ეს რატომ მოხდა, მაგრამ პირველ ტაიმში ბურთით ზედმეტად ნელა მივიწევდით წინ, მოძრაობა არ იყო. ბუნებრივია, მეტოქე პრესინგს ცდილობდა, ბურთს გვართმევდა და გაგვიტანა კიდეც.

მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩის მოსაგებად საკმარისი არ არის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეტყობა ფეხბურთელებამდე კარგად ვერ მივიტანე ბურთით სწრაფად მოძრაობის აუცილებლობა. ეს ფუნდამენტური საფუძველია. ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ და ადრე თუ გვიან ეს კონცეფცია მათამდე დავა.

გუშინ ვარჯიშზე ბურთი ორჯერ
უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე დღეს. პირიქით კი უნდა ყოფილიყო. უკანასკნელ ხანს ბევრ რამეს ვაკეთებთ არასწორად", - გაიკვირვა სარიმ Football Italia-სთან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალეგრი გაუშვა და ეს მოიყვანო? რას დაამსგავსა იუვე.
G.LA
27 თებერვალი 2020 14:13
0
ამას თუ ძოძუაშვილი არ მერჩივნოს...
V
27 თებერვალი 2020 12:34
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული