კლოპი ჟურნალისტს ისევ გაუბრაზდა: თუ კორონავირუსის შიში გაქვთ, დარჩენილიყავით მადრიდში

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპს აღიზიანებს ჟურნალისტების მიერ კორონავირუსზე დასმული შეკითხვები და "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც კვლავ იქით შეუტია მადრიდელ რეპორტიორს.

- თქვენ კორონავირუსით დაინფიცირების არ გეშინიათ?
- თქვენ მადრიდიდან ხართ?

- არგენტინიდან ვარ, მაგრამ მადრიდში ვცხოვრობ.
- კარგით, თქვენ შეშფოთებული ხართ? ქალაქში ყველაფერს კეტავენ?

- მე დღეს საღამოს ფეხბურთს არ ვითამაშებ.
- მაგრამ ამას საგანგებო სიტუაციას ვერ უწოდებ. ფეხბურთი მხოლოდ თამაშია. ჩვენ საზოგადოება კი არა, მხოლოდ მისი ნაწილი ვართ. ყველანი თანაბრად ურთიერთდაკავშირებულნი უნდა ვიყოთ. ეს ისაა, რაც მე არ მომწონს. აი,
აქ ზიხართ, ამ კითხვის დასასმელად მადრიდიდან ჩამოფრინდით. დარჩენილიყავით იქ. მადრიდში სკოლებს, უნივერსიტეტებს ხურავენ და თქვენ ცხადია, სიტუაციით შეშფოთებული ხართ.

აქ ჩამოხვედით, გამოდის, თქვენი აზრით, ფეხბურთი იმად ღირს, რომ იმოგზაუროთ? ამაში მდგომარეობს ჩვენი საერთო პრობლემა. ჩვენ ამას ფეხბურთის მეშვეობით ვერ გადავწყვეტთ. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, ეს ჩვენი სამუშაოა. თქვენი სამუშაო ინფორმაციის გავრცელებაა. იმედია, სამუშაოს ხარისხიანად შეასრულებთ. მართალი გითხრათ, ასეთ მომენტებზე მართლა ვბრაზდები.

თქვენი კითხვის გამო ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ისეთი პრობლემა მაქვს, რომელიც თქვენ არა გაქვთ, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი პასუხი იყო
macbook pro
22:05 11-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული