"სიტი"-"რეალი" და "იუვენტუსი"-"ლიონი" გადაიტანეს

AutoSharing Option
17 მარტს დანიშნული ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩები "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს" და "იუვენტუსსა" და "ლიონს" შორის კორონავირუსის გამო გადაიტანეს.

ინფორმაცია მატჩების ჩატარების თარიღის შესახებ უცნობია და შესაძლოა, აღარც გაიმართოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფა ყველა ტურნირის შეჩერებას აპირებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვეს" მცველი დანიელე რუგანი კორონავირუსითაა დაინფიცირებული. გუნდი კარანტინში იმყოფება, ხოლო თავდამსხმელი რონალდო მშობლიურ მადეირაზე დარჩა.

"რეალის" ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და რადგან ფეხბურთელები და კალათბურთელები ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ, კარანტინში იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული