უეფა 17 მარტს კორონავირუსის გამო ევროტურნირების შეჩერებას გამოაცხადებს და როგორც "ეკიპი" იუწყება, ორივე ტურნირი მეოთხედფინალებიდან შეიძლება შეცვლილი ფორმატით გაგრძელდეს.
სახელდობრ, არაა გამორიცხული, ორმატჩიანი მიმოსვლითი დაპირისპირება ერთმატჩიანით შეიცვალოს, რომელიც ან ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, ან ერთ-ერთი გუნდის სტადიონზე, სადაც მასპინძელი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.
ნახევარფინალებიდან შეიძლება ტურნირები მინი-ტურნირის ფორმატში გაგრძელდეს.
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს" და "იუვენტუსსა" და "ლიონს" შორის მატჩები გადაიტანეს, ხოლო ევროპა ლიგაზე "სევილიასა" და "რომასა" და "ინტერისა" და "ხეტაფეს" შეხვედრები არ შედგა.