უეფამ ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ფინალების თარიღები შეცვალა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების გაერთიანებამ (უეფა) ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალური მატჩების თარიღები შეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 17 მარტს გამართული პრესკონფერენციისას იქნება მიღებული.

გამოცემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 30 მაისის ნაცვლად, 27 ივნისს გაიმართება, ხოლო ევროპა ლიგის ფინალი, 27 მაისის ნაცვლად, 24 ივნისს ჩატარდება.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს თურქეთის "ევროპული დედაქალაქი" სტამბული უმასპინძლებს, "ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე". ხოლო ევროპა ლიგის ფინალი პოლონეთში, ქალაქ გდანსკში მდებარე "ენერგა გდანსკზე" გაიმართება.

altოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!

altდიდი კონფერენციის წინ

უეფას პოზიცია ცნობილია - ყველა ტურნირი უნდა განახლდეს და დასრულდეს



მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც არ იცით: თურქეთი მდებარეობს ორ კონტინეტზე ევროპაშიც და აზიაშიც. მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქია ანკარა, რომელიც ქვეყნის აზიურ ნაწილში მდებარეობს, ხოლო სტამბოლის ნაწილი ევროპულ მხარეზეა. ამიტომ უწოდებენ სტამბოლს თურქეთის ევროპული ნაწილის დედაქალაქს და არა ევროპის დედაქალას ან რაიმე მსგავს სისულელეს.
პ.ს. მერე გიკვირთ ბავშვებს ტექსტის გაანალიზება რატომ უჭირთო. ამხელა ხალხი ხართ და ზოგმა სავაჭრო დედაქალაქიო და ზოგმაც თურქოლოგი ვარ და არ გამიგიაო. წაიკითხეთ ტექსტები გარკვევით და დაკვირვებით და იმედია მიხვდებით რაზეა საუბარი.
განათლება უპირველეს ყოვლისა
14:12 21-03-2020
0
20 წელზე მეტია სტამბოლში მიწევს ჩასვლა,ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,(თურქოლოგი გახლავართ).გამოგიტყდებით და პირველად მესმის მესმის,რომ სტამბოლს ვინმე ევროპის დედაქალაქად მოიხსენიებდეს,გასაგები იქნებოდა აქ ბრიუსელზე რომ იყოს საუბარი.
....
04:02 21-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული