პსჟ-ის ყოფილმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ბარსელონასთან" 1:6 დამარცხება გაიხსენა.
"ჩვენ "ბარსელონასთან" ორი მატჩი გვქონდა. ერთი "ბარსას", მეორე კი მსაჯ დენიზ აიტეკინის წინააღმდეგ. ვიდეოგამეორებით აუცილებლად გავიდოდით შემდეგ ეტაპზე.
ვინ იყვნენ საუკეთესოები ვისთანაც მიმუშავია? ნეგრედო "ალმერიაში", დავიდ ვილია "ვალენსიაში", რაკიტიჩი "სევილიაში". შემდეგ პსჟ-ში გადავედი და კილიან მბაპესთან ვმუშაობდი და რა თქმა უნდა, ნეიმართან", - ციტირებს ემერის "მარკა".
მისი უდიდებულესობა ტოტალიზატორი!