უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების გადატანა ოფიციალურად თავისი საიტით გვაუწყა.
აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ კორონავირუსის გამო ევროპული ჩემპიონატები შეჩერებულია.
უეფა ვერ იტყობინება, როდის ჩატარდება ამ ტურნირების ფინალები.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს უნდა გამართულიყო, ხოლო ევროპა ლიგის - 27 მაისს.