შესაძლოა, ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ფინალები ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართოს

AutoSharing Option
უეფა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების ფონზე გამოსავლის ძიებას აგრძელებს და ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების ბედზე დარდობს.

The Independent-ის მიხედვით, ორგანიზაციას ისევ სურს ევრომატჩების შემდეგი სეზონის დასაწყისამდე ჩამთავრება, მანამ, სანამ ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები დაიწყება.

არსებული ვითარების ფონზე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალების ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართვის ვარიანტსაც განიხილავს.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა ტურნირი შეჩერდა და ევროპაში მიმდინარე შეჯიბრება მხოლოდ ბელარუსში იმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ ფინალამდე რამდენი ხანია მერვედფინალები არ დამთავრებულა თან ფეხბუეთელებიც დაინფიცირებულები არიან და როგორ ატარებენ ამ თამაშევს ვერ ვხვდები. მარტო ფინალი რომ იყოს დარჩენილი გასაგები იქნებოდა.ვირუსი რომ გადავა ისედაც დაესწრება ხალხი თამაშებს აბა სულ ესე ღმერთმა ნუ ქნას
თემური
23:22 01-04-2020
0
სამწუხარო ფაქტია, ჩვენ ყველანი უნდა შევეჩვიოთ ცარიელ ტრიბუნებით ფეხბურთის ყუერბას ტელევიზორში. თუ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება შესვენება ამას მდიდარ კლუბებისთვისაც კატასტოფული შედეგები მოყვება.
G.LA
20:49 01-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული