უეფა ეროვნული ჩემპიონატების დასრულებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში...

AutoSharing Option
უეფა იტოვებს უფლებას, 2020/21 წლების ევროტურნირებზე არ დაუშვას კლუბები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატებს ბოლომდე არ მიიყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო აგენტი მარკო ტრაბუკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"უეფამ სულ ცოტა ხნის წინ აცნობა ყველა ქვეყნის ფედერაციას, რომ სეზონი უნდა დასრულდეს. უეფა იტოვებს უფლებას, არ დაუშვას კლუბები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატებს ბოლომდე არ მიიყვანენ. მკაცრი, თუმცა მოსალოდნელი რეკომენდაცია იყო ჩეფერინის მხრიდან ეროვნული ფედერაციების მისამართით", - დაწერა ტრაბუკიმ.

ამ ეტაპზე, მსოფლიოს და ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია, ბელარუსის პრემიერლიგის გარდა.

აღსანიშნავია,
რომ 2 აპრილს ჩემპიონატის ნაადრევად დასრულების შესახებ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მგონი ჩვენს და ბელორუსიის გარდა სულ რამოდენიმე ქვეყანა თუ ჩაამთავრებს ჩემპიონატს და არიქა, გავსულვართ ლიგაზე:)))
emigranti
04 აპრილი 2020 02:14
0
თითონ შეაჩარეს და ეხლა ამბობენ უნდა დაასრულდესო ვერაფერი ვერ გავიგე
kori
03 აპრილი 2020 20:55
1
რა აზრი ამ ტურნირებს ქართული კლუბებისთვის? დიდი დიდი მეორე წრემდე თუ მიაღწია ზოგიერთმა
გია
03 აპრილი 2020 18:03
0
გამოდის რომ ჩვენს კლუბებს ეს არ ეხებათ,ვინაიდან 2020-2021 წლების ევროთასებზე ქართული გუნდებიდან გარკვეულია იმ 4 მათგანის ვინაობა,ვინც იასპარეზებს ევროტურნირებზე, რომლებიც 2019 წლის ჩემპიონატში გამოვლინდა.
გულშემატკივარი
03 აპრილი 2020 16:14
1
ამათ თუ ასეთი სისულელები როშეს,ორგანიზაცია თავზე დაემხობათ.დამსახურებულად.
სოსო
03 აპრილი 2020 15:45
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული