"მალაგას" პრეზიდენტი 7 წლის წინანდელი მატჩის გამოძიებას ითხოვს

AutoSharing Option
ესპანური "მალაგას" პრეზიდენტმა აბდულა ბინ ნასერ ალ-ტანიმ 2013 წელს დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური საპასუხო მატჩის საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

"ყველამ იცის, რაც მოხდა "მალაგასთან" დაკავშირებით. ჩვენ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოვითხოვთ. ის ღია და სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ სწორედ სამართლიანობის მიღწევა გვსურს. პატივი ეცით "მალაგას". 2013 წლის 9 აპრილი მსოფლიო ფეხბურთისთვის შავი დღეა", - დაწერა ალ-ტანიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

პირველ შეხვედრაში ნულოვანი ფრის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" დამატებით წუთებზე დაამარცხა "მალაგა" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გერმანელთა მცველმა ფილიპე სანტანამ
გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და ეს შეხვედრაში "ბორუსიას" სასარგებლოდ მიღებული არასამართლიანი ერთადერთადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დორმუდის თამში გამიძიოეთო ხალხოოო რა კაცია იქნება და რეალის თამაშების გამოძIებით დაგვეწყო თან რამდენი თამაშIა გამსოაძიებელი სულო დ ა გულო D:D:D::D ლოლზ
l oo o l
22:19 12-04-2020
0
ჯერ Თვითონაა ეს ტიპი Შესამოწმებელი.ეხლა მაგის დროა....
კახა ქ.
17:13 11-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული