"ყველამ იცის, რაც მოხდა "მალაგასთან" დაკავშირებით. ჩვენ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოვითხოვთ. ის ღია და სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ სწორედ სამართლიანობის მიღწევა გვსურს. პატივი ეცით "მალაგას". 2013 წლის 9 აპრილი მსოფლიო ფეხბურთისთვის შავი დღეა", - დაწერა ალ-ტანიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
პირველ შეხვედრაში ნულოვანი ფრის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" დამატებით წუთებზე დაამარცხა "მალაგა" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გერმანელთა მცველმა ფილიპე სანტანამ
გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და ეს შეხვედრაში "ბორუსიას" სასარგებლოდ მიღებული არასამართლიანი ერთადერთადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.