
35 წლის გერმანელი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი შეიძლება "სოსიადადში" გადავიდეს, - იტყობინება AS-ი.
ბასკურ კლუბს ახლახან "ატლეტიკოში" გადაბარგებული რობენ ლე ნორმანის შემცვლელი სჭირდება და მზად არიან ჰუმელსს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.
მატსმა ზაფხულში "დორტმუნდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რომლის შემადგენლობაში 508 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 5 მილიონი ევროა.