ხავი: "ზოგ-ზოგიერთ" გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიულად უმართლებდა

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ხავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად "ალ სადს" წვრთნის, ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანას" გამოსვლას შეეხო.

"ჩემპიონთა ლიგაზე ძნელია "ბარსას" ფავორიტად ჩათვლა. ამ ტურნირზე გუნდი მაშინ იმარჯვებდა, როცა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწინააღმდეგეებს. კლუბი ვერ დაიკვეხნის ისტორიული გამართლებით, რომელიც "ზოგ-ზოგიერთ" კლუბს ახასიათებს.

დიახ, მე "რეალის" შესახებ ვამბობ. სხვა გუნდების შემთხვევაშიც მომხდარა ასე. იგივე, "ბარსელონას" 2009 წელს ძალიან გაუმართლა "ჩელსისთან" შეხვედრაში, როცა ინიესტამ მაშინ გაიტანა, როცა უმცირესობაში ვიყავით და კარისკენ დარტყმასაც ვერ ვახერხებდით. ეს გამართლებაა.

თუმცა მე უფრო, იცით, რას ვგულისხმობ? "ლა ლიგაში"
მე-4, მე-5 ან მე-6 ადგილი რომ დაიკავო და ამის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "ბარსელონას" შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა, "რეალთან" დაკავშირებით - კი. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ იღბალზე.

"ბარსელონა" უნდა დომინირებდეს და საკუთარი ძალებისა უნდა ირწმუნოს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი მაშინ იმარჯვებენ, როცა მეტოქეებზე ორი თავით მაღლა დგანან", - განაცხადა ხავიმ.

მომზადებული El Mundo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს კაიფშია რეალს გაუმართლაო ჯერ 5 ზედიზედ ბოლოს სამჯერ ზედიზედ საბოლოოთ 13 ჯერ რას უქენი ასეთი რონალდო ჭკუაზე რომ აღარ არიან
9
დამავიწყდა მეთქვა 33 ლა ლიგა აქაც გაუმართლა
????
20:57 14-04-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული