იმ შემთხვევაში, თუ ლა ლიგის სეზონი არ განახლდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მე-6 ადგილზე მყოფი "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს და ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.
თუმცა, მადრიდულ კლუბს მშველელად უეფა მოევლინა. COPE-ის ცნობით, უეფა გამონაკლისს დაუშვებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მისცემს.
ამის მიზეზი "როხიბლანკოს" დამსახურებაა - 2014 და 2016 წლებში ტურნირის ფინალში გავიდა, ამ სეზონში კი ჯერჯერობით ერთადერთი ესპანური გუნდია, რომელმაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "რეალს" მერვედფინალების საპასუხო შეხვედრები კორონავირუსის გამო არ ჩაუტარებიათ.