"ბარსელონამ" "ჩელსისთან" მოგებული ცნობილი ნახევარფინალი გაიხსენა და კომენტარებში ჯოჯოხეთი მოუწყვეს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" "თვითერზე" 11 წლის წინანდელი ნახევარფინალი გაიხსენა - 2009 წლის 6 მაისს ესპანელებმა ლონდონის "ჩელსი" ინიესტას გოლის წყალობით დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

"ზუსტად 11 წლის წინ ინიესტამ ეს გააკეთა!" - წერს კლუბის სოცმედია და თან ურთავს ინიესტას გოლს.

პოსტს უკვე შეესივნენ ტროლები და "ბარსას" ლანძღავენ, ხოლო ზოგიერთი "ლივერპულთან" განცდილ კრახს ახსენებს.

ტროლებთან ერთად გამოჩნდნენ რეალური პიროვნებები. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს:

"ვერ ვიტან "ჩელსის", მაგრამ ეს სავარაუდოდ ყველაზე ცუდი მსაჯობა იყო."

"თქვენ იყიდეთ მსაჯი."

"კრიშტიანო რონალდო - GOAT."

ასევე, გთავაზობთ
პოსტის ბმულს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბარსელონას ფანი ნაღდად არ ვარ, მაგრამ რეალის ფანებმაც გაიხსენეთ რაღაც-რაღაცეები. ყველა საეჭვო თამაშებს თურქი ჩექირი რატომ მსაჯობდა???
0
მსაჯელონაა
Leva
19:29 12-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული