კატალონიის "ბარსელონამ" "თვითერზე" 11 წლის წინანდელი ნახევარფინალი გაიხსენა - 2009 წლის 6 მაისს ესპანელებმა ლონდონის "ჩელსი" ინიესტას გოლის წყალობით დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
"ზუსტად 11 წლის წინ ინიესტამ ეს გააკეთა!" - წერს კლუბის სოცმედია და თან ურთავს ინიესტას გოლს.
პოსტს უკვე შეესივნენ ტროლები და "ბარსას" ლანძღავენ, ხოლო ზოგიერთი "ლივერპულთან" განცდილ კრახს ახსენებს.
ტროლებთან ერთად გამოჩნდნენ რეალური პიროვნებები. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს:
"ვერ ვიტან "ჩელსის", მაგრამ ეს სავარაუდოდ ყველაზე ცუდი მსაჯობა იყო."
"თქვენ იყიდეთ მსაჯი."
"კრიშტიანო რონალდო - GOAT."
ასევე, გთავაზობთ
პოსტის ბმულს
პირველი თამაში ვინც ყურადღებით ნახა აღიარებს, რომ წესიერი მსაჯობის შემთხვევაშო ჩელსი იმ თამაშს სრული შემადგენლობით ვერ ჩაამთავრებდა. ეს იყო გამიზნული ნადირობა და ანტი ფეხბურთი. მინიმუმ 3 კაცი მაინც იყო გასაგდები.
და რას ნიშნავს კატალონიაში ბარსას ჩელსის დონის გუნდმა კაცნაკლულმა ეთამაშოს ალბათ თავადაც კარგად ხვდებით.
სამართლიანობისათვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩელსიმ ინგლისში ითამაშა ფეხბურთის მაგვარი რამ (ანუ სინამდვილეში დაამტკიცა, რომ ნადირობის გარდა თამაშიც ცოდნიათ), მაგრამ ცოდვებმა უწიათ. რაც იკადრეს კატალონიაში იმის საზღაური იყო და მეტი არაფერი.
არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ნაკლებად მჯერა რომ მასეთი მსაჯობა ორივე თამაშში სტუმრის სასარგებლოდ, რომელიმე გუნდს ჩაეწყო. უფრო მაღალი ეშელონების მაიმუნობასთანა გვაქვს საქმე.