მსაჯი კლატენბურგი: მესიმ შოკში ჩამაგდო - ღმერთო, ეს დაუჯერებელი იყო

AutoSharing Option
არბიტრმა მარკ კლატენბურგმა იმ მატჩებზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომლებშიც "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ მიიღო მონაწილეობა.

"როდესაც მესის მონაწილეობით პირველი მატჩი ვიმსაჯე, მართლა შოკში ვიყავი. ეს "ბარსელონასა" და პსჟ-ის შეხვედრა იყო. მასთან ისე ახლოს ვიყავი, რომ გავიფიქრე: "ღმერთო, ეს დაუჯერებელია". მსაჯი უფრო მეტად ბურთს უყურებს. მესის თამაშისას შეიძლება ბურთი მხედველობიდან გამოგრჩეს და წარმოიდგინეთ, მცველები რა დღეში არიან!

როდესაც ის ბურთს ფლობდა, სიტუაციის ანალიზის შეცვლა მოგვიწია. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მეტოქეები ფეხებით აჩერებდნენ, სხეულის ზედა ნაწილით.

პსჟ-სთან პირველ მატჩში მესიმ მეურვეს ფეხზე
დააბიჯა და ყვითელი ბარათი ვუჩვენე. არ გაუპროტესტებია და არაფერი არ უთქვამს. ეს საერთოდ არ აღელვებდა.

მსაჯიც კი მესის შემდეგ მატჩს ელი, რადგან იცი, რომ ეს თამაში შეიძლება განსაკუთრებული გახდეს", - ციტირებს კლატენბურგს "დეილი მეილი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც ლეო მესიზე იტყვის ფეხბურთის თამაში არ იცისო(ბოღმების კასტაზე მაქვს ლაპარაკი) ნამდვილად ფსიქიატრთთან არინ გასაშვებები. ეხლა შემოვლენ და დაიწყებენ თუთიყუშებივით ერთი და იგივე დაზეპირებული ტექსტებით კომენტარებს, ჩ. ლიგა, მსოფ თასი. კოპა ამერიკა. თქვენი პრიმიტი აზროვნებით, რამის მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულები, პროფესიონალები, თვითონ ფეხბურთის ვარსკვლავებიც და აგერ ბატონო მსაჯიც კი, აღიარებენ მესის ფენომენალურობას! აი ეგ არის,რომ გაგიჟებთ და იბოღმებით! ეხლა, რომ არ დამწამოთ არა ობიექტურობაში, დავამატებ: მესიც და როლანდოც არიან მსოფლიოს დონის სუპერ ვარსკვლავები! ამ ფეხბურთელების ქომაგები ღმერთის მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ მოვესწარით ამ დიდებული ფეხბურთელების ეპოქას!
გოჩა
11:13 09-05-2020
1
ლეო შე მაგარო! მსაჯიც გააგიჟე?
vaxo
13:59 09-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული