GiveMeSport: მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
GiveMeSport-ის მიხედვით, "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან ლეოს საშუალოდ 1 მატჩში გატანილი გოლების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აქვს.

არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაზე 141 შეხვედრა ჩაატარა და 114 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ 1 თამაშში 0,8 გოლი გახლავთ.

მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი გახლავთ (73 შეხვედრა, 56 გოლი, 0,77), ხოლო მესამე პოზიციას კრიშტიანო რონალდო იკავებს (169 შეხვედრა, 128 გოლი, 0,76).

ერთ თამაშში საშუალოდ გატანილი გოლების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის
10 საუკეთესო ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (141 შეხვედრა, 114 გოლი, 0,8)

2. რუუდ ვან ნისტელროი (73 შეხვედრა, 56 გოლი, 0,77)

3. კრიშტიანო რონალდო (169 შეხვედრა, 128 გოლი, 0,76)

4. რობერტ ლევანდოვსკი (86 შეხვედრა, 64 გოლი, 0,74)

5. ნეიმარი (57 შეხვედრა, 35 გოლი, 0,61)

6. ფილიპო ინძაგი (81 შეხვედრა, 46 გოლი, 0,57)

7. ედინსონ კავანი (62 შეხვედრა, 35 გოლი, 0,56)

8. სერხიო აგუერო (71 შეხვედრა, 39 გოლი, 0,55)

9. ქარიმ ბენზემა (119 შეხვედრა, 64 გოლი, 0,54)

10. რაული (142 შეხვედრა, 71 გოლი, 0,50).

მკითხველის კომენტარები / 7 /
დედა დედა...ეს რა ხდება,რა ლოგიკური შედეგია :) კაცს ბურთი რამდენჯერ გადაახიეს თავზე და ბოლოს ლიგა როდის მოიგო არც ახსოვს :))) გასაგებია რო მესის ფანატიკოსები ხართ...და აქაც ბევრი ფანატიკოსია როგორც ვხედავ! მაგრამ ტვინს ძალა დაატანეთ ცოტა რეალობას შეხედეთ!!! რისი საუკეტესოა ბიჭო სირცხვილია!

თან გივ მი სპორტი არა მზეე კიდე :))))
angel
09:42 21-05-2020
2
მესი მსოფლიო ჩემპიონატებზე სრული კატასტროფაა მაგრამ მაინც მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელია,პელე და მარადონა მაგასთან როგორ მივლენ.თქვე საცოდავებო ჩ.ლ-ის საუკეთესო ფეხბურთელს 5-ჯერ აქვს მოგებული და ფინალში 4 ბურთი აქვს გატანილი,სულ 128 ბურთი აქვს გატანილი თანაც 70% პლეიოფებში.
ფსიქიატრები საჩქაროდ
14:05 13-05-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული