ყოფილმა სიძემ მარადონა საუკეთესო არგენტინელების რიცხვში არ შეიყვანა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ 5 საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის არ მოიხსენია თავისი ყოფილი სიმამრი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა.

მარადონა ის ფეხბურთელია, რომელმაც არგენტინელთა ნაკრების მიერ მსოფლიო თასის მეორედ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1986 წელს.

აგუეროს საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: ხერმან ბურგოსი, ოსკარ რუჯერი, ლიონელ მესი, კარლოს ტევესი და ხუან რომან რიკელმე.

მოგეხსენებათ, აგუერო მარადონას ქალიშვილზე იყო დაქორწინებული და წყვილს 2009 წელს ვაჟიც შეეძინათ. ბიჭუნას ნათლია კი ლიონელ მესი გახლავთ. დაშორების შემდეგ ბავშვი საცხოვრებლად
დედასთან დარჩა.

მომზადებულია TyC Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
მარადონა ხუთივეს ცალი ფეხით ჯობია.
რამდენი ავადმყოფია ამ ქვეყანაზე
18:23 07-05-2020
1
ვენაცვალე აგუეროს! მესი, აგუერო, დი სტეფანო, ბატისტუტა, პასარელა.
მაგარი ბიჭი ხარ აგუერო!
11:36 06-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული