
კომპანია Edge Health-მა ჩატარებული კვლევის შედეგად გაარკვია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების "ენფილდზე" გამართულმა საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
როგორც The Sunday Times-ი იტყობინება, ექსპერტების სახელმწიფო სამსახურების ოფიციალურ მონაცემებს დაეყრდნენ და დასკვნებიც მათი გათვალისწინებით გააკეთეს. აღნიშნული მოკვლევით დამტკიცდა, რომ შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრების შედეგად, მინიმუმ 41 ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს.
მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინესმა განაცხადა, რომ "ატლეტიკოს" 3000 ფანის ინგლისში გაშვება სრული უაზრობა და დიდი შეცდომა იყო. იმ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოდენობა ესპანეთში 64 000 გახლდათ, დიდ ბრიტანეთში კი -
10 000.
მადრიდის მერი: კლატენბურგი "რეალს" ვეღარ დაეხმარება - ჩემპიონთა ლიგას "ატლეტიკო" მოიგებს