ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, Squawka-ს ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

შეგახსენებთ, ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მან ეს 2016, 2017 და 2018 წლებში გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა სამივეჯერ მადრიდის "რეალს" მოაგებინა.

მეორე ადგილზე ხოსეპ გვარდიოლაა, რომელმაც კატალონიის "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა 2009 და 2011 წლებში მოაგებინა.

მესამეზე კი "ევერტონის" ამჟამინდელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი განთავსდა. მან ლიგა 3-ჯერ მოიგო, 2-ჯერ "მილანს" მოაგებინა (2003, 2007) და ერთხელ - მადრიდის "რეალს" 2014 წელს.

ასე გამოიყურება ათეული:

1.
ზინედინ ზიდანი
2. ხოსეპ გვარდიოლა
3. კარლო ანჩელოტი
4. ჟოზე მოურინიო
5. ლუი ვან გალი
6. ალექს ფერგიუსონი
7. იუპ ჰაინკესი
8. ვისენტე დელ ბოსკე
9. რაფაელ ბენიტესი
10. ოტმარ ჰიტცფელდი

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ შემთხვევაში თუ უპირატესობა იმ მწვრთნელს ენიჭება, რომელმაც სხვადასხვა გუნდებთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამ ლოგიკით ანჩელოტი გვარდიოლაზე წინ უნდა იდგეს, ხოლო ჰიტცფელდი და ჰაინკესი - ვან გაალზე. ასევე დელ ბოსკემაც გვარდიოლასავით ორჯერ მოიგო და მე-8 ადგილზეა
: )))))))
01:24 28-05-2020
0
კრიშტიანო რონალდუ კი საუკეთესო ფეხბურთელია რადგან მეტწილად მისი დამსახურებაა რეალის ე.ი. ზიდანის აღიარება
ამაშია საქმე
11:49 26-05-2020
3

სიახლეები პოპულარული