ჩემპიონთა ლიგას "რვიანის ფინალის" ფორმატში ლისაბონში ჩაამთავრებენ?

AutoSharing Option
კორონავირუსმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფეხბურთზეც. საფრანგეთში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სეზონი ვადამდე დასრულდა, გერმანიაში განახლდა, განახლდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მაყურებლების გარეშე და ეს სპორტის ნომერ პირველ სახეობას ხიბლს უკარგავს. თუმცა ასეთია რეალობა და სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, უეფა უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გაგრძელებას "რვიანის ფორმატში" ლისაბონში აპირებს.

1/4-ფინალები ერთმატჩიანი იქნება. აგრეთვე განიხილება ევროტურნირების მიუნხენსა და მადრიდში გამართვის ვარიანტები. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა 17 ივნისს მიიღებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგა შეიძლება გერმანიაში "ოთხთა ტურნირის" ფორმატში
ჩაატარონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაა ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია, დააყენოს ჩვენი კანდიდატურა. ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვართ ევროპაში კორონასთან ბრძოლაში და გამოვიყენოთ. კობიაშვილო ქენი რამე.
1
იაპონიაში ან ვიეტნამში ჩაატარონ მაყურებლის თანხლებით, თუნდაც მალდივებზე.
emigranti
20:32 02-06-2020
2

სიახლეები პოპულარული