უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე კორონავირუსის გამო შეჩერებული ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის განახლების ფორმატი გამოაქვეყნა, რომელიც საუცხოო ნამდვილად არ რის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.
როგორც ნავარაუდევი იყო, ჩემპიონთა ლიგის რვა საუკუთესო გუნდის მინი-ტურნირი ლისაბონში 12-23 აგვისტოს გაიმართება და მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანი იქნება.
1/8-ფინალების დარჩენილი შეხვედრების თარიღები 10 ივლისს უეფას აღმასკომზე დადგინდება. 7-8 აგვისტოს დაგეგმილი თამაშები შესაძლოა, პორტუსა და გიმარაეშში ჩატარდეს.
ევროპა ლიგის მინი-ტურნირი კი ანალოგიურად 10-21 აგვისტოს გერმანიაში გაიმართება - კიოლნში, დუისბურგში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში.
უეფა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის ჩატარებას 10 ივლისს აპირებს.