The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ცდილობს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი "სიტისთან" ნეიტრალურ არენაზე ჩაატარებინოს.
"სამეფო კლუბს" არ სურს აგვისტოში ინგლისში გაფრენა, რამდენადაც იქ ცუდი ეპიდემიური გარემოა. კლუბის ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობის დაცვის სურვილით ხსნის.
გასულ კვირას უეფამ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალებიდან მოყოლებული, რვიანის ფორმატში ჩაივლის, თუმცა დარჩენილი მერვედფინალები დაგეგმილ ქალაქებში ჩატარდება.
26 თებერვალს "რეალი" სახლში "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხდა.